ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ | ახალი დეტალები

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში: “ მოლი”, “გრანდ მოლი”, “მეტრო მოლი” და “ბათუმი პლაზა” კინოლოგები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა. შენობებიდან გამოიყვანეს როგორც იქ მომუშავე ადამიანები, ისე რიგითი მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.
ამ დროისთვის ევაკუაციის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. მის დაზუსტებას -ში ვცდილობთ.

იხილეთ ასევე:
· ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს