ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა განახლდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა განახლდა. როგორც აეროპორტის წარმომადგენელმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ამ წუთებში თელ-ავივის მიმართულებით თვითმფრინავში ჩასხდომა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 12 ავიარეისია დაგეგმილი.
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, -თელ-ავივის მიმართულებით, ჩასხდომა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, დღეს სრულად უნდა განახლდეს ფრენები. ძირითადად, გვაქვს -თელ-ავივი, ბათუმი-სტამბულის მიმართულებით ავიარეისები. დღის განმავლობაში 12 ავიარეისია დაგეგმილი, იმედია, სრულად განახლდება”,- აცხადებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”