“ბათუმის საზღვაო ნავსადგური” ტვირთბრუნვის ზრდაზე აცხადებს.
პორტის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში მშრალი ტვირთების გადატვირთვა წლიურად 15%-ით გაიზარდა. მათ შორის, ლითონის პროდუქციის გადატვირთვა 127.9%-ით არის გაზრდილი, ნაყარ ტვირთებში ზრდა 90.9%-ია, მარცვლეულის გადატვირთვა წლიურად 72%-ით არის გაზრდილი, ნედლი შაქარი 56.6-ით.
ტვირთების ზრდას, ნავსადგურის ადმინისტრაცია მოთხოვნის ზრდას, ასევე შიდა ოპერაციული პროცესების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირებს.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, წელს, 6 თვეში ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში ტვირთბრუნვა 5.6%-ით გაიზარდა. ქვეყნის ორივე ნავსადგურმა ჯამში 7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.
