ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟის წევრებს ს პორტში -ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი, რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ”.- წერს შსს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.