ბათუმის პორტი აქტაუსა და თურქმენბაშს კონსტანტას პორტთად დააკავშირებს – ADY Container ახალ სერვისს იწყებს

აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია, ADY Container LLC, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავ კომპანია COSCO Shipping Lines-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ს პორტის გავლით ყაზახეთის აქტაუსა და თურქმენეთის თურქმენბაშის პორტებს რუმინეთის პორტ კონსტანტასთან დააკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ADY Container-ი ავრცელებს.

ADY Container – “აზერბაიჯანის რკინიგზის” CJSC-ის შვილობილი კომპანია, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავ კომპანიასთან COSCO SHIPPING Lines-თან თანამშრომლობით იწყებს ახალ სერვისს, რომელიც აკავშირებს ყაზახეთის აქტაუს და თურქმენეთის თურქმენბაშის პორტებს რუმინეთის კონსტანტას პორტთან.
„ADY Container“-ისა და COSCO SHIPPING Lines-ის თანამშრომლობისას ერთობლივი ტრანსპორტირება განხორციელდება აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებსა და რუმინეთის კონსტანტას პორტს შორის სარკინიგზო და საზღვაო გზით. პროექტის ფარგლებში კომპანია „ADY Container“ კონტეინერების მატარებლებს აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებიდან ბათუმის პორტამდე კასპიის ზღვისა და საქართველოში რკინიგზის გავლით გადასცემს. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანტას პორტში გადაიგზავნება COSCO SHIPPING Lines-ის მიერ მოწოდებული გემებით.
ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი აქტაუს და თურქმენბაშის პორტებსა და კონსტანტას პორტს შორის უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას არსებულ რთულ ვითარებაში და საშუალებას მისცემს ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებას სწრაფი და ეფექტური მომსახურებით.“- ნათქვამია განცხადებაში.