ბათუმის პორტიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება 15%-ით შემცირდა – რამ გამოიწვია კლება?

ბათუმის პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მაჩვენებელმა დაიკლო. „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, ს ნავთობტერმინალის მეშვეობით ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის გადატვირთვის მოცულობამ 805 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე 15%-ით ნაკლებია. „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, შემცირება ზოგიერთი პარტიის გადაზიდვის გადავადებამ განაპირობა.
ბათუმის პორტისგან განსხვავებით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. ყაზახური ნავთობკომპანიის „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, წელს 6 თვეში აქთაუს პორტში ტანკერებში 1.784 მლნ ტ. ნავთობი ჩაიტვირთა, რაც 2024 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. 785 ათასმა ტონა ნავთობმა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენში გაიარა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.