ბათუმის პორტიდან ყაზახური ამოფოსის [მარცვლოვანი სასუქი] გადაზიდვა დაიწყო

ს საზღვაო ნავსადგურმა“ ყაზახური ამოფოსის გადაზიდვა დაიწყო.
სასუქის პირველი პარტია 3 ათასი ტონა, წარმატებით გადატვირთა. პორტის მენეჯმენტის ცნობით, ამ მინერალური სასუქის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ბათუმის საზღვაო პორტიდან პირველად განხორციელდა. ტვირთის მიწოდება ორგანიზებული იყო მულტიმოდალური ტრანსპორტირების ფორმატში. ტვირთის გაგზავნა Kazphosphate -მა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს შპს „ბათუმის საზღვაო პორტი“ გეგმავს 50 ათასი ტონა ყაზახური ამოფოსის გადაზიდვას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს ამ მარშრუტით მინერალური სასუქების ექსპორტის შესაძლებლობებს.
ბათუმის პორტის ცნობით, 2024 წელს, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ 37,6 ათასი ტონა ყაზახური ამონიუმის ნიტრატის პირველი მიწოდება მოახდინა მსოფლიო ბაზრებზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით.