ბათუმის ნაწილი უწყლოდ დარჩა

მდინარეში წყლის ამღვრევის გამო, ს ნაწილი უწყლოდ დარჩება.
ინფორმაციას ბათუმის წყალი ავრცელებს და იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც წყალი შეუწყდებათ.
უხვი ნალექის შედეგად, მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, დღეს 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ფრ. ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ადლიაში, ანგისის ქუჩასა და ჩიხებში, ფაღავას, მაქაცარიას, აბუსერიძის, აღმაშენებლის, რურუას, ტაბიძის, ლეონიძის, ჰელიმიშის, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს. ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,-წერია ინფორმაციაში.