ს მთავარი ნაძვის ხე აინთო

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ს მთავარი ნაძვის ხე აინთო.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე, დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო გასართობი შოუ-პროგრამები, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენები.
გაიმართა კონცერტები სხვადასხვა საბავშვო სტუდიის მონაწილეობით. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულმა ანდრია ფუტკარაძემ, ნიაკო გოგიტიძემ და ანასტასია ვასაძემ. ღონისძიება ჯგუფ „ალილოს” კონცერტით დასრულდა.
ნაძვის ხის ანთებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო.
„დღეს, 25 დეკემბერს, ტრადიციულად ავანთეთ ჩვენი ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. მომდევნო დღეებში და 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა საახალწლო სოფელიც. შესაბამისად, ყველა ბათუმელს, ჩამოსულ სტუმრებს, განსაკუთრებით კი პატარებს, შესაძლებლობა ექნებათ შესანიშნავი დრო გაატარონ სადღესასწაულო გარემოში”, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?