ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს ს რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს.
არჩილ ჩიქოვანი მომხდარის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ.
როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ.
არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ, როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს”,- აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ს მერის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება

თაზო დათუნაშვილი – „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისში კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, ყველა უბანზე რაღაც ტიპის დარღვევები ვლინდება – არის ტენდენცია, რომ ამომრჩეველზე 2-2 ბიულეტენის გაცემა ხდება, დატრიალდა „კარუსელიც“

შსს – საპოლიციო დანაყოფები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილზეა მობილიზებული – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება გამართონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში