ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ახალი სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით დაპირება შესრულებულია, რითაც მოსახლეობის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.
მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული ეწყობა და მწვანე სივრცეების განვითარებას სამომავლოდაც დიდი ყურადღება დაეთმობა.
„მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესა და საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ, რესან კონცელიძესთან ერთად გაეცნო.
ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე იგეგმება ოთხფეხა მეგობრებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, აღნიშნული ტერიტორიის ირგვლივ მიმდინარეობს ველობილიკისა და გარეგანათების სისტემის მონტაჟი.
პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამუშაოები მომდევნო წლის მაისში დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.