ბათუმის მერის მოადგილემ არტისტული საქმიანობით 45 ათას ლარზე მეტი მიიღო

ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა, არტისტული საქმიანობით შემოსავლის სახით 45 ათას ლარზე მეტი მიიღო. საჯარო მოხელის დეკლარაცია პროფესიით მომღერალმა ხალვაშმა 31 იანვარს შეავსო.
გასულ 2023 წელს, მერის მოადგილის თანამდებობაზე მან გამოიმუშავა 44 043 ლარი, დამატებითი შემოსავლის სახით (როგორც არტისტმა) კი უფრო მეტი – 45 605 ლარი.
ყველაზე დიდი შემოსავალი ხალვაშმა მიიღო შპს “თბილისი ოფენ ეარისგან” (13 332 ლარი), მომდევნო ადგილზეა შპს “ლისინ ტრეიდინგი” (10 255 ლარი).
რადიო თავისუფლებას ს მერის მოადგილესთან დეტალების დაზუსტება სურდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ 2018 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მანამდე ის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანი. ტელევიზიასთან მისი თანამშრომლობა შეწყდა, რადგან ტელეწამყვანობის დროს მან იმღერა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ს (ახლა უკვე მოქმედი პრეზიდენტის) შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ამ მიზეზით აჭარის ტელევიზიაში დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო.
“დამარწმუნეს, რომ ამაში [სიმღერაში] ხელი არ შეგეშლება და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – თქვა მერიაში დასაქმების შემდეგ სოფო ხალვაშმა.
“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონი საჯარო მოხელეებს, მცირე გამონაკლისების გარდა, უკრძალავს დამატებით ანაზღაურებად საქმიანობას. ამ გამონაკლისების ჩამონათვალშია სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობა.

ასევე დაგაინტერესებთ