ბათუმის მერიის 17 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას

ჩვენ, ქალაქ ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს , – ეს განცხადება ბათუმის მერიის თანამშრომლთა ნაწილმა ერთობლივად გაავრცელა.
“ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი.შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”, – წერია განცხადებაში.
განხადებას ხელს აწერენ: 1. ნინაკა ცინცაძე 2. მარიტა საგინაძე 3. შორენა ფაღავა 4. მარიამ დვალი5. ვერიკო ზაქარიაძე6. ხათუნა აბულაძე 7. მაგდა შავიშვილი8. მარიანა ვარშანიძე 9. მაია ჭყონია 10. ლამზირა ბოლქვაძე 11. მზია კახაძე 12. თამრიკო ჯორბენაძე 13. ელენა სურმანიძე 14. სოფიკო გოგოლიშვილი 15. რუსუდან კახიძე 16. შორენა ხარაზი 17. გია ტუღუში”.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სია განახლებადია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა