ბათუმის მერია შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებას გეგმავს – ბიუჯეტი 7 მლნ ლარამდეა

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია-გამაგრება იგეგმება, რომლის ბიუჯეტიც თითქმის 7 მლნ ლარია. შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვის მიღება.
ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების შესახებ, შესაბამისი ტენდერი ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც წინადადებების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 994 385 ლარია, რაშიც გათვალისწინებულია ს მასშტაბით არსებული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებიც.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მხოლოდ მერიის ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაციისთვის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 6 994 484 ლარს. დანარჩენი 999 901 ლარი კი სხვა შენობების გამაგრება-გაძლიერებისთვის უნდა დაიხარჯოს.