ბათუმის მერია – უამინდობასთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია, დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები.
ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მობილიზებულია ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები.
უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.
„სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი გამოწვევები შექმნა ბათუმში. დაახლოებით 90 მისამართიდან შემოსულია მოქალაქეების განაცხადები მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით. თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური.
ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ბათუმელს, რა თქმა უნდა, აუნაზღაურდება და დაუკმაყოფილდება ის მოთხოვნები და ხარჯები, რაც სტიქიის შედეგად მიადგება. მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება უამინდობა, შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მერთან ერთად, ბათუმის ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე