ბათუმის მერია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შესაძენად 30 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს

ბათუმის მერია 25 ავტობუსს და 100 მიკროავტობუსს შეისყიდის, რისთვისაც 30 219 500 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
“ტენდერების ჩატარების შემდეგ ეტაპობრივად მთლიანად უნდა მივიღოთ ყველა ავტობუსი და მიკროავტობუსი, რომლებიც, ძირითადად ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ივლიან, სადაც დღეს არ დადის ავტობუსი. რაც შეეხება ანაზღაურებას, ტენდერში გამარჯვებულს თანხას ასევე ეტაპობრივად გადაუხდიან, როგორც ბიუჯეტშია გაწერილი”, განუცხადეს გამოცემას “ს ავტოტრანსპორტში”.
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს “ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის” მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შესაძენად 16 719 500 ლარია გაწერილი. ავტობუსების შეძენაზე კონსოლიდირებულ ტენდერებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს. ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ავტობუსების საბოლოო [ტენდერში დაფიქსირებული] ღირებულება სრულად 2026 წლის ჩათვლით დაიფარება.
“მუნიციპალური მიკროავტობუსების და ავტობუსების შეძენა მრავალწლიანი პროექტია [2024-2026 წ.წ.], რომლის ღირებულება 39 252 624 ლარია”, – აღნიშნულია ბათუმის ბიუჯეტის შესახებ კანონში.