ბათუმის “დინამო” “ლუდოგორეცთან” 1:3 დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „ლუდოგორეცთან“ 1:3 დამარცხდა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და პირველი ტაიმი ტეკპეტეის და რიკის გოლებით 2:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ აჭარული გუნდი ორჯერ გადაარჩინა მეკარე სილვამ. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და კარგად გათამაშებული კომბინაციის და გომისის პასის შედეგად მამუჩაშვილმა ანგარიში შეამცირა. თუმცა, მალე ვიტრიუმ საჯარიმოდან დალაშქრა ბათუმელთა კარი.
საპასუხო მატჩი 17 ივლისს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.
ლუდოგორეცი – დინამო (ბთ) 3:1
გოლები: 1:0 ტეკპეტეი (13), 2:0 რიკი (24), 2:1 მამუჩაშვილი (62), 3:1
ვიტრიუ (72)
დინამო (ბთ): სილვა, მალი, , ხარაბაძე, ვანდერსონი, სანტოსი, ჟან ვიქტორი (ტამბედუ 76), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ინჯგია 89), ბლესა (მარა 72)
ძალიან უდისციპლინო დაცვა გვყავს პირველი და მესამე გოლი ბავშვური შეცდომებით გავუშვით … არაფრის შანსი არ გვაქვს ამ ლუდოგორეცთან მთელი თამაში 2 გოლით წინ იყვნენ და მაინც მხოლოდ 2 მომენტი შევქმენით … ძაან გაგვიჭირდება ყველაზე ძალიან ის მიკვირის რომ ბათუმში 3 წელია 4 ცენტრალური მცველი ერთდროულად გუნდს არ ყოფილა რავი სადმე ხდება ასე ? 3 მაინც აიყვანონ

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში