ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა გაავრცელა.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ს “დინამოს” პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა.
მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გორის “დილას” გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა
2,800 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ.
“კოლხეთი” – “სამგურალის” მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ”, – წერია განცხადებაში.
შარშანაც მისცეს დისკვალიფიკაცია მარა მეორე თამაშზე ისევ სათადარიგო სკამთან იდგა. დარწმუნებული ვარ ეხლაც ესე იქნება. ბათუმს აგვისტომდე არ უწევს საშინაო თამაში და აგვისტომდე ყველას დაავიწყდება ამის დისკვალიფიკაცია. დ.დ.
ამ კაცმა სტადიონზე შევარდნა და ჩხუბი ტრადიციად აქცია.მსაჯობით თუ უკმაყოფილოა შეუძლია ცივილურად გამოხატოს პროტესტი სხვა გუნდების პრეზიდენტებიც გვინახავს როცა მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილო მაგრა მოედანზე შევარდნა და ხელით შეხება არ ყოფილა