ბათუმის დასუფთავებისთვის 10 მილიონიანი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და თოვლის გატანისთვის კი 8 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ბათუმის მერია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და თოვლის გატანის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დაიწყება და 19 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 889 000 ლარია.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად გასაწევი მომსახურების მოცულობა 12 თვის განმავლობაში შეადგენს: საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის გატანა – 110 000,00 ტონა და ქალაქიდან თოვლის გატანა – 2 000,00 კუბ.მ.

ტექნიკური პირობები:
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ანახვეტის გატანა:
ა) ბოძებზე განლაგებული ურნებიდან და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული ნაგავშემკრები კონტეინერებიდან ნაგვის გატანა დღეში 2-ჯერ;
ბ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანა ყოველდღიურად;
გ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წვიმის შედეგად ბორდიურებისა და სავალ ნაწილთან დაგროვილი მასის გაწმენდა-გატანა;
დ) ნაგვის გატანისთანავე უნდა მოხდეს ნაგავშემკრები კონტეინერების ირგვლივ ტერიტორიის დასუფთავება.
მომსახურების გაწევის გრაფიკი
ა) ქალაქის ძირითად ტერიტორიაზე ნაგავშემკრები ურნებიდან და კონტეინერებიდან ნაგვის გატანა უნდა განხორციელდეს ზაფხულში დილის 8:30 სთ-მდე, მეორეჯერ 14 სთ-დან 18:00 სთ-მდე. გამონაკლის შემთხვევაში ნაგვის ჭარბი რაოდენობის გამო შესაძლებელია ზაფხულში დამატებით საღამოს მესამეჯერ გატანა რიგი ადგილებიდან;
ბ) ქალაქის ტურისტულნ ზონაში ნაგავშემკრები ურნებიდან და კონტეინერებიდან ნაგვის გატანა უნდა განხორციელდეს ზაფხულში დილის 8:00 სთ-მდე, მეორეჯერ 11:30 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მესამეჯერ 16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. გამონაკლის შემთხვევაში ნაგავის ჭარბი რაოდენობის გამო შესაძლებელია ზაფხულში დამატებით საღამოს მეოთხეჯერ გატანა რიგი ადგილებიდან;
გ) ნაგავშემკრები ურნებიდან და კონტეინერებიდან ნაგვის გატანა უნდა განხორციელდეს ზამთარში დილის 9:00 სთ-მდე, მეორეჯერ 13:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. საჭიროების შემთხვევაში დამატებით უნდა განხორციელდეს ნარჩენების გატანა ცხელი წერილებიდან;
დ) მომსახურების გაწევის ვადებში ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
მომსახურება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების გაწევის ადგილი – ქ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის მომსახურება საერთო ღირებულებით არანაკლებ 10 256 400 ლარის ოდენობით.
ბათუმის მერია კიდევ ერთ ტენდერს აცხადებს, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებს. წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დაიწყება და 19 დეკემბერს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 476 934 ლარია.
მომსახურება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების გაწევის ადგილი -ქ. ბათუმი
1 613 880 კვ.მ. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება დღეში ორჯერ, 2 1 633 630 კვ.მ. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება დღეში ერთხელ, 314 916 კვ.მ. ტერიტორიის დამატებით მესამეჯერ დასუფთავება (მაისი-სექტემბერი),1 722 180 კვ.მ. ქუჩების და ეზოს ფართის ყოველკვირეულად დასუფთავება, 264860 კვ.მ. მწვანე საფარის დასუფთავება დღეში ერთხელ, კონტეინერის გარეცხვა სულ 12 თვეში 10000 ცალი, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა-მორეცხვა ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით, თოვლის წმენდა გრეიდერით, თოვლის წმენდა ნი სპეცმანქანით ან ბულდოზერით, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოები _ 100 ტონა მარილის დაყრა ქალაქის ქუჩებში, 366500 კვ.მ. სანაპიროს დასუფთავება ორ დღეში ერთხელ (იანვარი-აპრილი, ოქტომბერი–დეკემბერი), 366500 კვ.მ. სანაპიროს დასუფთავება ყოველდღე სეზონურად. მაისი_სექტემბერი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უწყვეტად შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის მომსახურება საერთო ღირებულებით არანაკლებ 13 537 000 ლარის ოდენობით;
პრეტენდენტს საკუთრებაში ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული (იჯარა, თხოვება და ა.შ) ფორმით უნდა გააჩნდეს მინიმუმ:
– ხუთი ერთეული ქუჩის მტვერსასრუტი;
– ხუთი ერთეული სახვეტი სპეცმანქანა;
– ორი ერთეული სატვირთო მანქანა;
– ორი ერთეული თვითმცლელი;
– ორი ერთეული 10 ტ. ტევადობის ცისტერნიანი მანქანა;
– ერთი ერთეული 7 კუბ.მ. – დან 8 კუბ.მ.- მდე ტევადობის ნაგავმზიდი მანქანა;
– ოთხი ერთეული სპეცმანქანა თოვლსაწმენდი ჯაგრისით;
– ორი ერთეული თოვლის დამტვირთავი კომბაინი;
– ორი ერთეული ყინულის სამტრევი დანადგარი.