ბათუმის ბულვარში მოცეკვავე შადრევნის მუსიკალური პროგრამის განახლებისთვის 34 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება

ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნებისთვის მუსიკალური პროგრამის განახლებისთვის 34 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი სსიპ „ს ბულვარმა“ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 11 მარტს დაიწყება და 13 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 34 520 ლარია.
როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაცია ნათქვამი შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მოცეკვავე შადრევნის მუსიკალური და პროგრამული უზრუნველყოფის (grandMA2 Console Software) განახლება, პროგრამირება:
10 ერთეული მუსიკალური კომპოზიცია, თითოეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 2 წუთი.
პირველი ეტაპი: მუსიკალური შტრიხის მარჯვენა არხზე უნიკალური კოდის მინიჭება და შადრევნის კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან სინქრონიზაცია;
მეორე ეტაპი: შადრევნის ჰალოგენური განათების პროგრამირება შადრევნის კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან სინქრონიზაცია;
მესამე ეტაპი: შადრევნის წყლის ტუმბოების მუშაობის პროგრამირება შადრევნის კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან სინქრონიზაცია.
მელოდიის თუ მუსიკალური კომპოზიციის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველ ორგანიზაციის მიერ.

სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე.