ბათუმის ბულვარის დირექტორად მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი დანიშნეს

არჩილ ანთაძე, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი, ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს, – ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს გახდა ცნობილი.
არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. ცრუ მოწმე პოლიციელს მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს.
მას შემდეგ, რაც პოლიციელი იძულებული გახდა საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში, თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართულებით არ იფურთხებოდა. (ბათუმელები)

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”