ბათუმის ავტოტრანსპორტი ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ბათუმის ავტოტრანსპორტი ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკვალიფიკაციო მოთხოვნა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორიაა.
„დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. (მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის ქ. #29; ტელეფონი: 577 561056)
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, ისინი ასევე, გადამზადებასა და ტესტირებას გაივლიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

ირაკლი კობახიძე – მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სუს-ი ფუნდამენტურად გაძლიერდება – ძალიან მალე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ