ბათუმის აეროპორტში ძლიერი ქარის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი რიზეში დაჯდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლი-ს რეისი ვერ განხორციელდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, სტამბოლის რეისი ბათუმის ნაცვლად თურქეთში ქალაქ რიზეში დაფრინდა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, აჭარაში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი.