ბათუმის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ – ინფორმაციას საქართველოს “პირველი არხი” ავრცელებს. როგორ თბილისისა და ს საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ მაუწყებელს განუცხადეს, აეროპორტში შევიდა შეტყობინება სახიფათო ვითარების შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა.
ამ დროისთვის გამნაღმველებმა აეროპორტში მუშაობა დაასრულეს. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა
აღნიშნული შემთხვევის გამო, ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“, ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო და 19:40 საათზე შესრულდება. ამჟამად მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.