ბათუმისა და ხელვაჩაურის ავტოპარკი 100 თანამედროვე სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა – აჭარის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ს მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა – ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება და სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
მიკროავტობუსების ნაწილი მოემსახურება ხელვაჩაურის 64 სოფელს. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი მარშრუტი, რომელიც ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს.
ახალ მიკროავტობუსებზე 250 მძღოლი დასაქმდება.
2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. ასევე, იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12 მეტრიანი “EURO 5”-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ