ბათუმელი სტუდენტების პროტესტი გრძელდება: უნივერსიტეტში შუქი ჩაგვიქრეს, არც წყალი გვაქვს!

უნივერსიტეტში შუქი ჩაგვიქრეს! არც წყალი გვაქვს! მაინც ვრჩებით ადგილზე!” – ამის შესახებ ბათუმელი სტუდენტები სოციალურ ქსელში წერენ. მანამდე მათ თქვეს, რომ ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათენებდნენ.

მანამდე კი, 14 ნოემბერს, მათ ახალი მოძრაობა დააფუძნეს, სახელწოდებით “გუშაგები” და თქვეს, რომ უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ.

სტუდენტები “ქართული ოცნების”  მმართველობას აკრიტიკებენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. “გუშაგის” წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი გასათავისუფლებელია “ოცნების” მარწუხებისაგან. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.

“ეს ისტორიული მაგალითია, რადგან ბათუმში მთავარი და ისტორიული პროცესები ყოველთვის იწყებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მინდა მივმართო ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არ დგას, შემოგვიერთდეს სამომავლოდ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ვიწყებთ დღეს უნივერსიტეტიდან და სამომავლოდ გავაგრძელებთ ქალაქის ქუჩებში და ყველგან ვიქნებით სადაც საქართველოს ბედი წყდება”, –  თქვა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ მოძრაობის წარდგენისას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა