ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას „ბათუმელები“ თემურ ქათამაძის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის მეგობარმა ნინო კაკულიამ.
თემურ ქათამაძის ადვოკატი მარიამ გაბროშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში აუცილებელი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
თემურ ქათამაძე იანვარში, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო წლებია, საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე -ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
2 თებერვალს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერდა: „მხნედ ვარ, ვაგრძელებ შიმშილობას. სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს. მზია როცა შეწყვეტს შიმშილობას, მე გავაგრძელებ“…
თბილისსა და სხვა ქალაქებში უკვე 80-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და ამ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან