ბათუმელთა მწვრთნელი ქართული კლუბების წარუმატებლობას ფსიქოლოგიურად ხსნის – აუტსაიდერად უკეთ ვთამაშობთ…

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ს „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი აჭარული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა:
“მატჩი ორი ტაიმისგან შედგება. პირველ 45 წუთში გატანას ვჩქარობდით. მეორე ნახევარში ვითარება გამოვასწორეთ, თუმცა ცენტრალური ზონიდან ორი გოლი მივიღეთ…
ფსიქოლოგიაზეც მინდა ვისაუბრო. აჟიოტაჟი იგრძნობოდა, რომ მეტოქეს უკვე გავცდით. ეს საკითხი ბიჭებთან გავიარე და მეტოქის დაფასება ვთხოვე. ბევრი მომენტი შევქმენით და ვერ გავიტანეთ, სიზუსტე გვაკლდა. ცუდად ვითამაშეთ.
რაც შეეხება ქართული კლუბების მდგომარეობას, ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა
აუტსაიდერი ვიყავით, უკეთ ვითამაშეთ. არ ვფიქრობ, რომ მათი მწვრთნელის კომენტარი, თითქოს სივრცეები შეგვიზღუდეს, სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით.
ლევან ხარაბაძის თამაშს დადებითად შევაფასებდი, როგორც ცენტრალური მცველის და ამ მხრივ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ”.
ქართული გუნდები იგივე ქართული პოლიტიკური პარტიებია. ერთი მზეა. მერთმანეთზე უკეტესი მოთამაშეები და მწვრთნელები. გავიგე რომ ფული არაა, კატრგი პირობები, კორუფცია და ა.შ, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამეა: ფეხბურთის თამაში არავინ არ იცის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დემჩენკო დაბალი დონის მწვრთნელია და ვერაფრით ჯობია ბევრ ქართველ მწვრთნელს. უცხოელები საქართველოში წარმატებას იმის ხარჯზე აღწევენ, რომ არ ჰყავთ საკუთარი ფეხბურთელები, სამართლიან კონკურენციაში ჰყავთ ფეხბურთელები და ნეპოტიზმით არ არიან დაავადებულები. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება 1-2 სეზონი გაგრძელდეს, მერე ისინიც უშინაურდებიან ქართულ რეალობას, ქართულ ქუდს იხურავენ და შედეგიც სახეზეა.