ბათუმელები/ნეტგაზეთი: მკითხველის მხარდაჭერით, დავფარეთ დავალიანების ძირი თანხა

გამოცემა ბათუმელები წერს, რომ მკითხველის მხარდაჭერით, ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხა დაფარეს.
“დღეს, 22 ივლისს, ბათუმელებმა გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე.
ბათუმელებმა ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
ამ ეტაპზე ბათუმელებს გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი”, – ვკითხულობთ გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.