ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები.
გამოცემის თანახმად, ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა.
ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების შეჩერების შესახებ ბათუმელებს ინფორმაციას ტერმინალში დასაქმებული პირიც უდასტურებს.
“როგორც ვიცი, რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ეს უკავშირდება კომერციულ საქმიანობას… ერთდროულად შემოვიდა სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმი იყო და გადაზიდვები გააჩერეს… გაჩერდა ტერმინალის რამდენიმე ხაზი, მთლიანად არ გაჩერებულა… გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის, არიან ხელმძღვანელი პირები”- ამბობს ნავთობტერმინალის თანამშრომელი.




