გაზეთი ბათუმელების სპეციალური გამოშვება: “მზია ამაღლობელი – სიმართლეში ბრალდებული” – Epica Awards-ის ვერცხლის გამარჯვებულია გამოცემის დიზაინის კატეგორიაში.
“მზია ამაღლობელი – სიმართლეში ბრალდებული” – ეს არის სპეციალური გამოცემა, რომელიც ერთად უყრის თავს იმ მნიშვნელოვან თემებს, რომლებსაც მზია ამაღლობელი და მის მიერ დაფუძნებული გამოცემა 24 წელი აშუქებდა.
სპეცგამოცემაში მხოლოდ “ბათუმელების” მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურებია მოცემული, ტექსტის გარეშე.
გამოცემის დიზაინზე სარეკლამო სააგენტო “სუპერმარკეტის” გუნდმა იმუშავა.
· კრეატიული დირექტორი: ეკა ყიფიანი
· სენიორ არტ დირექტორი: ალექსანდრე ციცქიშვილი
· არტ დირექტორი: ანი როსტომაშვილი
· არტ დირექტორი: ბიკო ვარშანიძე
· სტრატეგი: გიორგი ტაბატაძე
· სტრატეგი: ვასილ ჩუბინიძე
· ქოფირაითერი: გიორგი აბულაძე
Epica Awards-ზე „ვერცხლის გამარჯვებული“ ნიშნავს, რომ სარეკლამო ან კრეატიულმა ნამუშევარმა თავის კატეგორიაში მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჟიურისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსზე სხვა ფესტივალებისაგან განსხვავებით ჟიური მხოლოდ ჟურნალისტებისგან შედგება. Epica Awards-ის ჟიურიში არა კრეატიული დირექტორები, არამედ მარკეტინგული და ტექნოლოგიური გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები არიან. დაჯილდოების სისტემა ასეთია: Grand Prix: საუკეთესოებს შორის საუკეთესო. Gold (ოქრო): კატეგორიის გამარჯვებული. Silver (ვერცხლი): ნამუშევრები, რომლებმაც მიიღეს მაღალი ქულები და ოქროს მფლობელის შემდეგ საუკეთესოებად დასახელდნენ. Bronze (ბრინჯაო): მესამე საპრიზო ადგილი. ზოგჯერ კატეგორიებში საერთოდ არ გაიცემა ოქრო, თუ ჟიური მიიჩნევს, რომ არცერთი ნამუშევარი არ იყო გამარჯვების ღირსი, რაც ვერცხლის ფასს კიდევ უფრო ზრდის. წელს გამოცემის დიზაინის კატეგორიაში ოქრო არ გაუციათ.
აღსანიშნავია, რომ “სუპერმარკეტის” კიდევ ერთმა პროდუქტმა: ივერია – დამოუკიდებლობის საკითხი ამავე კატეგორიაში ბრინჯაოც აიღო.




