„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე თავისუფალია

„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე თავისუფალია. მან ს იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
14 იანვარს, ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს. ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
როგორც მოგვიანებით გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, მან ირაკლი დგებუაძეს განუმარტა, რომ იყო „ბათუმელების“ ოპერატორი და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე პოლიციამ ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების დროს გურამ მურვანიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის