„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. არსებული ცნობებით, ადგილზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და ელიზბარ ჩხიკვაძე. ასევე, დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.