„ბათუმელების“ დირექტორს ბრალი წაუყენეს

გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორს მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. ეს დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
მზია ამაღლობელი ს საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს იმყოფებოდა, სადაც ის პლაკატის გაკვრისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით, ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს – ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმისთვის.
12 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა – დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.
მზია ამაღლობლის ადვოკატის ჯაბა ქამაძის თქმით, ამაღლობელმა უფლებების დარღვევის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
მზია ამაღლობელთან ერთად დაკავებულები არიან აქციის სხვა მონაწილეებიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი – უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს – უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს