„ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს

აქციაზე დაკავებული „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირიდან 4 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის იყო „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამაღლობელი დღეს, პირველ ჯერზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი კვლავ სამმართველოსთან დააკავეს.
თუ რის საფუძველზე დააკავეს მზია ამაღლობელი მეორედ, ჯერჯერობით უცნობია. “ინტერპრესნიუსი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას