„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

მაშინ, როდესაც მინისტრი მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მზია ამაღლობელის მეგობრებმა მინისტრს თხოვეს, მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პირები „პოლიტიკური აქტივიზმით არიან დაკავებული“.

„ვიდექი, პასუხს გცემდით და გადაწყვიტეთ პერფორმანსის მოწყობა. აქ უნდა დავასრულოთ, ასეთი ფორმით ვერ გავაგრძელებთ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, მინისტრის მიერ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების მსვლელობისას ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“.

„ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ დემაგოგობის გარდა! გვაინტერესებს, რას აკეთებენ, რათა მზიას ჯანმრთელობა დაცული იყოს“, – აღნიშნეს მზია ამაღლობელის მეგობრებმა.

საბოლოოდ, მინისტრმა ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა