„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში ხმაურია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პარალელურად, ს საქალაქო სასამართლოს შენობაში ხმაურია.
მანდატურები სხდომაზე დასასწრებად მისული ჟურნალისტების ნაწილს დარბაზში არ უშვებენ. მათ ეუბნებიან, რომ დარბაზში ადგილი აღარაა, თუმცა მედიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიდეო კადრების თანახმად, სხდომათა დარბაზში რამდენიმე თავისუფალი ადგილი დარჩენილია.
ისინი სკანდირებენ – „შეგვიშვით“.
ცნობისთვის, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან