„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატმა პაატა დიასამიძემ სასამართლოს მიმართა, რომ ამაღლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო გამოიყენოს.
„მისი [მზია ამაღლობელის] უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 137 600 ლარის ოდენობითაა, ჩვენ კი გთავაზობთ 100 000 ლარს, ამ უძრავი ქონების სახით, რათა გირაოს უზრუნველყოფა მოხდეს. უძრავი ქონება არის მტკიცებულება. ის აცნობიერებს რისკებს“,- განაცხადა ადვოკატმა.
ს საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. სასამართლო ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან