ბაზრობის ორგანიზების და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი უქმდება

ბაზრობის ორგანიზების და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი უქმდება.
მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, სპეციალურ სავაჭრო ზონასთან და ბაზრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული რეგულაციები „საგადასახადო კოდექსიდან“ ამოდის.
როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ნორმები და რეგულაციები ფაქტიურად არ ამოქმედებულა და მას აქტუალობა დაკარგული აქვს.
„იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის საშემოსავლო გადასახადის 1%-ით დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა. შესაბამისად, სპეციალური სავაჭრო ზონისა და ბაზრობის ორგანიზების მარეგულირებელი დებულებები უქმდება“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება