ბაზრების ნგრევის ფონზე, Microsoft-მა Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

ტექნიკურმა გიგანტმა Microsoft-მა Apple-ს გაუსწრო, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
Microsoft-მა დაიკავა მსოფლიოში პირველი ადგილი საბაზრო კაპიტალიზაციით Apple-ის აქციების დაცემის შემდეგ. 8 აპრილის ვაჭრობის დღის ბოლოს -ში Apple-ის კაპიტალიზაციამ შეადგინა $2.59 ტრილიონი, ხოლო Microsoft-ის საბაზრო ღირებულებამ მიაღწია $2.64 ტრილიონს, CNBC-ის მიერ მოყვანილი მონაცემების მიხედვით.
ვაჭრობის დახურვისას Apple-ის აქციები $172,42 (-4,98%) ღირდა, Microsoft-ს – 354,56 $ (-0,92%).
საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მესამე ადგილზეა Nvidia, რომლის საბაზრო ღირებულება 2,35 ტრილიონი დოლარია. კომპანიის აქციებმა სავაჭრო დღის განმავლობაში 1,37% დაკარგა და 96,3 დოლარამდე დაეცა. აშშ-ს საფონდო ბირჟაზე გაყიდვამდე სამივე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარზე მეტი იყო.