ბაზისბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და განვითარებით დაინტერესებულ პირებს საგრანტო პროგრამის – “ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში, დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
