ბუნებაში არსებობს ისეთი ადგილები, სადაც იდეა თითქოს თავისით იბადება. შეხედავ და წარმოიდგენ მის მომავალ სახეს, შინაარსს. თვალნათლივ ხედავ, თუ როგორი შეიძლება გახდეს ეს ადგილი.
ასე დაიბადა კიკეთის ფერმა, რომელიც თბილისიდან 30 წუთის გზაზე და ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს. სივრცე, რომელიც ტრადიციის და თანამედროვეობის იდეალური სინთეზია.
კიკეთის ფერმა სხვადასხვა თაობის, პროფესიის და ინტერესის ადამიანებს აერთიანებს. მარანი, თავლა, შემოქმედებითი სახელოსნო, აბანო, რესტორნები, სასტუმრო, გალერეა, იოგას სახლი, სივრცეები ღონისძიებისთვის თუ სამუშაოდ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ამ ადგილს თამამად ეწოდოს მულტიფუნქციური.
ფერმა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის ერთნაირად მიმზიდველია, როგორც დასასვენებლად, ისე ფიზიკური გაჯანსაღებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ისვენებს სხეულიც და გონებაც.
კიკეთის ფერმა იდეაა, ხოლო იდეას იმისთვის, რომ ის განხორციელდეს და იცოცხლოს, სჭირდება ძლიერი და სანდო ფინანსური პარტნიორი, რომლის იმედიც გაქვს.
ასეთი საყრდენი კიკეთის ფერმისთვის ბაზისბანკია, რომლის გუნდიც განვითარების ყველა ეტაპზე, სწრაფი და კომფორტული თანამშრომლობით უმაგრებს ზურგს. ბაზისბანკთან ბიზნეს პარტნიორობით, სამომავლოდ მეტ წარმატებას მიაღწევს და კიდევ უფრო საინტერსო და მიმზიდველი გახდება კიკეთის ფერმის მულტიფუნქციური სივრცე.
ბაზისბანკის და კიკეთის ფერმის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
(R)
