საბანკო სექტორში ახალი გარიგების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც სებ-ში აცხადებენ, “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენაზე ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს.
“მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული კუთხით საქართველოს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს, კანონმდებლობის თანახმად, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა,”- აცხადებენ სებ-ში.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბაზისბანკი” “ლიბერთის” შეძენითაა დაინტერესებული და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
