ბაზისბანკის მხარდაჭერით აკორდ დეველოპმენტი საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, საცხოვრებელ კომპლექსს აკორდ დეველოპმენტი აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 1.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
საცხოვრებელი კომპლექსი 1200 კვადრატულ მეტრზე, უნივერსიტეტის #6-ში გაშენდება. კომპლექსი მყუდრო საცხოვრებელ სივრცეს ქმნის და მოიცავს 14 სართულიან კომპლექსს, ორსართულიანი პარკინგით, სადაც 4 სართულზე განთავსდება ბიზნესცენტრი და 8 სართული დაეთმობა საცხოვრებელ სივრცეებს. აკორდში გათვალისწინებულია კონსიერჟის სერვისი და დაცვის სამსახური 24/7-ზე, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გამწვანებული ეზოთი, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნით.
კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში სრულდება და მობინადრეებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.
“აკორდ დეველოპმენტი 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და სტაბილური, სანდო კომპანიის რეპუტაციით ვსარგებლობთ, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ჩვენი კომპლექსის მშენებლობის მთავარ უპირატესობებს ენერგოეფექტური სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენს. მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია კი გარანტირებულია კომპლექსის ყველა ბინაში.“ – აკორდ დეველოპმენტის დირექტორი, ბექა ჟვანია.
„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე.“ – ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.