ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ორგანიზებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნინო სურგულაძის სოლო კონცერტი გაიმართა.
საქველმოქმედო კონცერტზე, ნინო სურგულაძესთან დუეტი შეასრულა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. მომღერლებს აკომპანიმენტს უწევდა კონცერტმაისტერი ეკატერინე გოგოლაძე, შესრულდა ცნობილი საოპერო ნაწარმოებები.