ბაზისბანკის მხარდაჭერით 2023 წლის წინანდლის პრემია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ხელოვნების და მეცნიერების სფეროში 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, „წინანდლის პრემია“ გაიმართა.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემიის გამარჯვებულები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში დასახელდნენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ბაზისბანკმა, ორ ლაურეატს „წინანდლის პრემიის“ სპეციალური ჯილდოები და 4,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადასცა:
ნომინაცია კინოხელოვნება – გაიმარჯვა მსახიობმა სანდრო სამხარაძემ, ანდროს როლის შესრულებისთვის სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ (რეჟისორები გიორგი ლიფონავა და თენგიზ მეგრელიშვილი).
ნომინაცია პროზა – წინანდლის პრემია გადაეცა მწერალ მათე ბაღაშვილს, რომანისთვის „ბეტონებს იქით“ (გამომცემლობა “პალიტრა L”).
„წინანდლის პრემია“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს მხარდაჭერით, 1998 წელს დაფუძნდა. პრემიამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.