„ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო

„ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.

“საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: [email protected]“,- აცხადებენ სებ-ში.