ბაზისბანკის და დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის სპეციალური შეთავაზებები

დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატი, ბაზისბანკთან პარტნიორობით, საცხოვრებელი ბინის შეძენის მსურველებს, სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. „თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“ პროექტის მშენებლობა სრულად დაფინანსებულია ბაზისბანკის მიერ.
„თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“ ახალი საცხოვრებელი სახლია თბილისში, რომელიც საბურთალოზე, ქავთარაძის ქ. 22-ში შენდება. 17-სართულიანი, 137 ბინიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება და საცხოვრებელი ფართები, თეთრი კარკასის კონდიციაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
„თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“ გამორჩეული პროექტია, მშენებლობის უმაღლეს ხარისხთან ერთად, აერთიანებს გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას და ყველა იმ სერვისს, რაც მობინადრეებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რომელიც შენდება ენერგოეფექტური და ცეცხლმედეგი იტონგის ბლოკით. ასეთი ბლოკი ამცირებს გათბობის და გაგრილების ხარჯებს, გარდა ამისა ბლოკი არის ცეცხლგამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა ბგერასაიზოლაციო თვისებით.
გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი, შეიძინეთ ბინა ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით მინიმუმ 15% თანამონაწილეობით, მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონების უზრუნველყოფით და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის: ბაზისბანკი – 032 2922 922 ან *9292 თეთრი კვადრატი – 032 2 222 111
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც