ბაზისბანკთან თანამშრომლობით CSRDG საგრანტო კონკურსს აცხადებს

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.
CSRDG, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდით.
გამარჯვებული საწარმო მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ მხარდაჭერას ბაზისბანკის და CSRDG-ის კონსულტანტებისგან.
დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 20 ივნისს, 15:00 საათზე.