ფირუზისფერი ხალიჩა ბაზელში 11 მაისს გაიმართება.
ფირუზისფერი ხალიჩა ამჯერად რეკორდულად გრძელი იქნება და დაიწყება ბაზელის ისტორიულ მერიასთან (Rathaus), საიდანაც 37 ქვეყნის წარმომადგენელი ვინტაჟური ტრამვაებით ბაზელის საგამოფენო ცენტრ Messe Basel-ში გადაინაცვლებენ.
გახსნის ცერემონია საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება. პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იხილავთ.
ფირუზისფერ ხალიჩაზე მარიამ შენგელია და „ერისიონი“ , სხვა 36 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, გაივლიან. შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება. მარიამ შენგელია კი მაყურებლის წინაშე 15 მაისს მე-10 ნომრად წარდგება.
პირველი არხი
